Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერმა თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა

9 March, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მერის მოადგილეები დავით დურგლიშვილი, გოჩა ვარდიაშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები თანამშრომელ ქალბატონებს შეხვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალთა დღის აღსანიშნავად მრავალშვილიან დედებს - ფულადი, ხოლო მარჩენალდაკარგულ და მარტოხელა დედებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

Share page