დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტიც შეუერთდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართება.
სიღნაღში 14:00 საათზე, ღონისძიების ორგანიზატორები და მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, აღმაშენებლის მოედნიდან ქალაქის ქუჩებში დევიზით - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ მსვლელობას მოაწყობენ, რის შემდეგაც ცენტრალურ სკვერში (ბულვარი) გაიმართება საჯარო ხატვა.
მოქალაქეებს, ვისაც გსურთ სოლიდარობა გამოხატოთ და შეუერთდეთ ღონისძიებას, გთხოვთ მობრძანდეთ და დაგეგმილ აქტივობებში მიიღოთ მონაწილეობა.