Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 March, 2023
„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“- ამ სლოგანით დღეს ქალაქ სიღნაღში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო საჯარო ხატვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა და სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა მიიღეს.
საზოგადოებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა მიმართა, სოლიდარობა გამოხატა აღნიშნული დღის მიმართ და თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

Share page