Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

28 March, 2023
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. ა(ა).ი.პ. ,,კომუნალური“ 1 -ის დირექტორის მ/შ ბერდო ასანიშვილის 2022 წლის გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ბერდო ასანიშვილი, ირაკლი ზურაშვილი
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების ) სახელდების შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
6. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
7. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
8. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ნანა ნანობაშვილი
9. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის # მე-4 ქუჩისთვის გოდერძი ჩოხელის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
10. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის # 23-ე ქუჩისთვის გიორგი აბრამიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
11. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს # 24-ე ქუჩისთვის ლერი მირაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
 
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად დამატებით საკითხად განიხილეს:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილებისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი
სხდომას ასევე ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი.

 

Share page