Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

9 აპრილი

9 April, 2023
#დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. სიღნაღში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ხოლო სიღნაღის თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა მიქაელმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გოჩა ვარდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ისაუბრა ცხრა აპრილის მოვლენებზე და მის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

 

 

Share page