შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელთან
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელს საქართველოში, მორი ჰიროიუკის შეხვდა.
მათ შეხვედრაზე ქალაქ სიღნაღის განვითარების კონცეფციაზე და მის ძირითად მიმართულებებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებაზე ისაუბრეს.
იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, საჯარო მოხელეების გადამზადებას, ტექნიკურ და საგრანტო დახმარებას გულისხმობს.