Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ.სიღნაღში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია

11 April, 2023
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული "განახლებული რეგიონების" პროგრამა სიღნაღის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
სიღნაღში უკვე დასრულდა სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, კოსტავას ქუჩებისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია. განახლდა შენობების აივნები და ფასადები, არსებული იერსახის შენარჩუნებით. ასევე, განხორციელდა საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ჭიშკრების შეცვლა.
ამჟამად ქალაქ სიღნაღში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ქუჩის ფასადების, საყრდენი კედლების და საცხოვრებელ სახლებზე სახურავების შეცვლა დასრულებულია. ამ დროისთვის გარე განათების სისტემის და ციხე-გალავანთან დამცავი კედელის ქვით მოპირკეთება მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

 

Share page