Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღში ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

11 April, 2023
ქალაქ სიღნაღში ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 474 009 ლარია, 560 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარის დაგებას და ქუჩის პერიმეტრის გარკვეულ მონაკვეთებზე საყრდენი კედლების მოწყობას ითვალისწინებს.
მრავალი წლის განმავლობაში გზა ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

Share page