Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტი

18 April, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით, 2023 წლის პირველ კვარტალში, ისარგებლა 816 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 214 313 ლარი.
კერძოდ:
სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება (103 ბენეფიციარი) - 47 100 ლარი;
ოპერაციების თანადაფინანსება (76 ბენეფიციარი) - 41745 ლარი;
ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაცია (28 ბენეფიციარი) - 15653 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (144 ბენეფიციარი) - 21630 ლარი;
დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (3 ოჯახი) - 5410 ლარი;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (27 ბენეფიციარი) - 5400 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (266 ბენეფიციარი) - 40750 ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (3 ბენეფიციარი) - 300 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (15 ბენეფიციარი) - 2400 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (10 ბენეფიციარი) - 1350 ლარი;
სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების დახმარება (15 ბენეფიციარი) - 13 575 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (32 ბენეფიციარი) - 9600 ლარი;
დედის დღესთან დაკავშირებით 94 მრავალშვილიან დედას გაეწია დახმარება, სულ - 9400 ლარი;

 

 

Share page