Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

21 April, 2023
 
24 აპრილს, 12 საათზე, მერიის შენობაში, შეხვედრების დარბაზში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ქალაქ სიღნაღში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებთან (ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ პირთან) საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
დამსწრე საზოგადოება ნარჩენების გატანის სერვისისა და დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის სისტემის ახალ წესს გაეცნობა.
შეხვედრის მიზანია ქალაქი ტურისტულ სეზონს სისუფთავის მხრივ მომზადებული შეხვდეს.
ნარჩენების მართვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

 

Share page