ქალაქ სიღნაღს ახალი სპორტული მოედანი ექნება
მალე, ქალაქ სიღნაღს ახალი სპორტული მოედანი ექნება.
სიღნაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.
სათამაშო მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 460 012 ლარი დაიხარჯება.