Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულების დაჯილდოება

29 April, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტს, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის, ნომინაციაში - "სუფთა ქალაქი" სიგელი გადაეცა.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში ყოველწლიურად იქმნება სპეციალური კომისია (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომლის წევრებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე (10 ქულიანი სისტემით) აფასებენ საკონკურსე მასალებს.
დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ულრიკ ტიდესტრომი - შვედეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ილლეს - შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოლომონ პავლიაშილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჯგუფის წევრები.
კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

 

Share page