Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტული ინვენტარის გადაცემა

3 May, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილთან და ა(ა)იპ სპორტული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ შოთა ბეგიაშვილთან ერთად სპორტის სხვადასხვა სექციის მწვრთნელებს შეხვდა.
მალხაზ ბეგიაშვილმა თითოეულ მათგანს სპორტული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდეს, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
მალხაზ ბეგიაშვილმა და გოჩა ვარდიაშვილმა მწვრთნელებს სპორტული ინვენტარი გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

 

Share page