Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

9 May, 2023
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე, დაღუპული მებრძოლების სულის უკვდავსაყოფად, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ ერთი ვეტერანი და ერთი დაღუპული ვეტერანის მეუღლე ცხოვრობს, რომელთაც სიღნაღის მერია ამ დღის აღსანიშნავად ფულად საჩუქარს გადასცემს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

 

Share page