Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის აპრილის თვის სოციალური პაკეტი

10 May, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2023 წლის აპრილის თვეში 235 მოქალაქემ ისარგებლა და მასზე 66965 ლარი დაიხარჯა.
კერძოდ:
➡️ სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება (37 ბენეფიციარი) – 19790 ლარი;
➡️ ოპერაციების თანადაფინანსება (20 ბენეფიციარი) - 10400 ლარი;
➡️ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაცია (6 ბენეფიციარი) - 4175 ლარი;
➡️ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (34 ბენეფიციარი) - 5100 ლარი;
➡️ ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (12 ბენეფიციარი) - 2400 ლარი;
➡️ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (68 ბენეფიციარი) - 12450 ლარი;
➡️ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (23 ბენეფიციარი) - 3650 ლარი;
➡️ მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (2 ბენეფიციარი) - 400 ლარი;
➡️ ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის დახმარება (2 ოჯახი) - 5500 ლარი.
➡️ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა ( 31 ბენეფიციარი) - 3100 ლარი;

 

 

Share page