Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღში წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია

17 May, 2023
ქალაქ სიღნაღში წმინდა გიორგის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დაიწყო.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 427 029 ლარია, 471 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარის და დაზიანებული საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მრავალი წლის მანძილზე, წმინდა გიორგის ქუჩაზე იყო როგორც გზის, ასევე საყრდენი კედლების ძლიერი დაზიანებები, რაც მოსახლეობის გადაადგილებას აფერხებდა.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

Share page