მუნიციპალური ტურნირი ძიუდოში
სოფელ მაღაროს ახალ სპორტულ დარბაზში ძიუდოში მუნიციპალური პირველობა გაიმართა.
ტურნირში ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის სოფელ მაღაროს, ბოდბის, ჯუგაანის და ქალაქ წნორის ძიუდოს სექციის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
პირველი გუნდური ადგილი წნორის ძიუდოს სექციამ, მეორე - მაღარო-ბოდბის სექციამ, ხოლო, მესამე გუნდური ადგილი - ტიბაანის ძიუდოს სექციამ დაიკავა.