Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საპროექტო წინადადების საჯარო განხილვა

25 May, 2023
სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციული ერთეულში საპროექტო წინადადების, „ქიზიყის კარიბჭის კეთილმოწყობა“ საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, პირველი მოადგილე, დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბაღანაშვილი ესწრებოდნენ.
მათ შეკრებილ საზოგადოებას დაწვრილებით გააცნეს პროექტით გათვალისწინებული ყველა დეტალი.
ქიზიყის კარიბჭის კეთილმოწყობის საკითხი მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომაზეც იყო წარდგენილი და განხილული.
აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრაზე პროექტმა დამსწრეთაგან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

 

Share page