ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
საქობოს საბავშვო ბაღში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქობოს, ვაქირის და ქალაქ წნორის ბაღის აღსაზრდელები იღებდნენ მონაწილეობას.
ზეიმს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა მრავალფეროვანი საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ბავშვს ულოცავს დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობას, მშვიდობას და ლამაზ მომავალს უსურვებს.