Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრენინგი მევენახეობა-მეღვინეობის დარგში

8 June, 2023
დღეს, ქ. სიღნაღში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა და მარნებისთვის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენლებმა ტრენინგი გამართეს.
ტრენინგზე განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან და რეგულაციებთან: სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სამართლებრივი ჩარჩო; სააგენტოში ღვინის კომპანიის რეგისტრაცია; მევენახეობა და ვენახების კადასტრი; რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება; არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია; ხარისხის კონტროლი; სერტიფიცირების ეტაპები, ლაბორატორია, ეტიკეტირება; სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.
ტრენინგები მოიცავს სრულიად საქართველოს რეგიონებს და მასზე დასწრება უფასოა. ტრენინგები გაიმართება 1 ივნისიდან 31 ივლისამდე, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში.

 

Share page