Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა? სად? როდის?

16 June, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა) იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის -„რა? სად? როდის?“ პირველი ეტაპი დაიწყო.
ღონისძიების გახსნას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ სასკოლო თამაშში საჯარო სკოლების 13 გუნდი მონაწილეობს.
ორი კვირის განმავლობაში თამაშის ოთხი ტური და ფინალი გაიმართება, რომლის შემდეგ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

 

Share page