Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

29 June, 2023
28 ივნისს, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სიღნაღში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში 40 ახალგაზრდისგან შემდგარი 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მათგან გამარჯვება სოფელ ტიბაანის გუნდმა „რისხვამ“ მოიპოვა.
ფეინთბოლის ფედერაციისა და მერიის წარმომადგენლებმა გამარჯვებული გუნდი თასით დააჯილდოვა.
☑აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი შემოდგომაზე დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
➡️#ახალგაზრდებისჩართვაექსტრემალურსპორტში;
➡️#მასობრივისპორტისგანვითარება;
➡️#ცხოვრებისჯანსაღიწესისმხარდაჭერა;
➡️#ფეინთბოლის პოპულარიზაცია.

 

Share page