სოფელ ნუკრიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, „ჭოტორის“ უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ „ჭოტორის“ უბანში დღემდე გზის საფარი არ დაგებულა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
გზის რეაბილიტაცია მთის ფონდის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 955 921 ლარი დაიხარჯება.
განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით მოსახლეობა ოქტომბრიდან ისარგებლებს.