Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა

29 September, 2023
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში სიღნაღში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა.
განახლდა ჭავჭავაძის, სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, კოსტავას ქუჩები, რაც შენობების აივნების და ფასადების, საცხოვრებელი სახლების სახურავების და ჭიშკრების (არსებული იერსახის შენარჩუნებით) რეაბილიტაციას გულისხმობდა.
მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდა ქუჩის ფასადები, საყრდენი კედლები, საცხოვრებელი სახლების სახურავები. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოპირკეთდა ციხე-გალავანთან დამცავი კედელი, რამაც ქუჩა მეტად მიმზიდველი და სანახაობრივი გახადა.

 

Share page