Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს წევრების შეხვედრა ამომრჩევლებთან

16 October, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობის შესაბამისად ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენენ.
ქალაქ სიღნაღის მაჟორიტარი წევრი ცოტნე ბეჟაშვილი, სოფელ ნუკრიანის მაჟორიტარი წევრი ნინო ბახტურიძე და ვაქირის მაჟორიტარი წევრი ნანა ნანობაშვილი საკუთარ ამომრჩეველს შეხვდნენ და 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წ 10 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს.
შეხვედრას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია პავლიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს იმ საჭიროებებზე, რომელიც მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.
ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრების საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს.

 

Share page