Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

31 October, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სულ განხორციელდა ან მიმდინარეობს 370 669 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები.
როგორც პროგრამა ითვალისწინებს, გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2023 წელს დასაფინანსებელი პროექტები თავად შეარჩიეს.
მოსახლეობამ პრიორიტეტი ძირითადად გარე განათების, სპორტული ტრენაჟორებისა და სკვერების მოწყობას მიანიჭა.
იხილეთ პროექტების ჩამონათვალი სოფლების მიხედვით:
➡️ ნუკრიანის სკვერში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა - 36 981 ლარი.
➡️ ზემო ბოდბეში სასაფლაოს შემოღობვა - 21 664 ლარი.
➡️ ზემო მაღაროში დარბაზის აღჭურვა სპორტული ინვენტარით - 9 570 ლარი.
➡️ ძველ ანაგაში სკვერის მოწყობა - 34 999 ლარი.
➡️ ქვემო მაჩხაანში სასაფლაოს შემოღობვა - 17 106 ლარი.
➡️ ხორნაბუჯში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა - 29 370 ლარი.
➡️ სოფლებში: ანაგაში, ვაქირში, საქობოში, მაშნაარში, ქვემო ბოდბეში, ქვემო მაღაროში, ილიაწმინდაში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანსა და ქალაქ წნორში, 13 829 მეტრზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები ჩატარდება, რომლის ჯამური ღირებულება 207 150 ლარია.

 

Share page