საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან ანგარიშებით წარდგენა დასრულდა
საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობასთან ანგარიშებით წარდგენა დასრულდა.
ანგარიშის მოსმენის სხდომა სოფელ ჯუგაანში და სოფელ საქობოში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ილია ბაიდოშვილმა, ხოლო სოფელ ძველ ანაგაში თავმჯდომარის მოადგილე გია პავლიაშვილმა წარმართა.
ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრების საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს.