Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა

13 November, 2023
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით დურგლიშვილმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო.
მომავალი წლის ბიუჯეტის დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტები საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს და საკუთარ სარეკომენდაციო წინადადებებს მერიას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

 

Share page