ქალაქ წნორში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია
ქალაქ წნორში რუსთაველის ქუჩისა და ჩიხების რეაბილიტაციის პროცესს მერის პირველი მოადგილე, დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი ბაღანაშვილი ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასზე 3 044 950 ლარი იხარჯება.