Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

20 December, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
დოკუმენტის შექმნის პროცესში, მუნიციპალიტეტს საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწია გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP), „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (DGG) პროექტმა და საკონსულტაციო კომპანია „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა“ (PMCG).
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხედვებისა და საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (2023-2027) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დარგის განვითარების მიზნით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით შემუშავებულ დოკუმენტს, რაც გამოიხატება არსებული საჭიროებების შესწავლაში, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაში და მათ მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.
დოკუმენტის ნახვა, შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე https://signagi.gov.ge/

 

Share page