Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

20 December, 2023
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსური დოკუმენტი 27493,6 ათასი ლარით განისაზღვრა.
საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა წარუდგინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ერთობლივი მუშაობით მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.
ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, დასუფთავება და გარემოს დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
2024 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6714,0-ათასი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1604,6-ათასი ლარი, განათლება 3811,0-ათასი ლარი, ხოლო კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტის განვითარებისთვის 3117,6-ათასი ლარია გათვალისწინებული.
ბიუჯეტის საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, ა(ა)იპ-ის, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.

 

Share page