Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

26 December, 2023
სიღნაღში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
საახალწლო ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობდა, რომელსაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი ადგილობრივებთან ერთად დაესწრნენ.
გაიმართა საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ზღაპრის გმირების თეატრალიზებული მსვლელობა.
თოვლის პაპამ ბავშვებს საახალწლო ნუგბარი გადასცა, რომელთაც თოვლის პაპის ფოსტით ღია საახალწლო ბარათების გაგზავნის შესაძლებლობა მიეცათ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
წელს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტს, საჩუქრად გადაეცა საახალწლო ილუმინაციები, რამაც კიდევ უფრო მეტად გაალამაზა საახალწლოდ მორთული სიღნაღი.
საღამოს გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც თეატრალურის კვარტეტი და ბენდი „გუფი ლენდი“ მონაწილეობდნენ.
საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

 

Share page