Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

18 January, 2024
1 თებერვლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება, თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ადგილობრივებთან ერთად მიზნობრივად გამოყენება და სოფლად არსებული პრობლემების მოგვარება.
აღნიშნული პროგრამით დასაფინანსებელი პროექტებია:
✅ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები;
✅ გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
✅ სარწყავი სისტემები;
✅ სანიაღვრე არხები;
✅ ნაპირსამაგრი სამუშაოები;
✅ გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
✅ ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
✅ გარე განათება;
✅ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
✅ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
✅ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
✅ სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
✅ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
✅ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;
✅ მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
✅ გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ საპროექტო წინადადებების შევსება, რისთვისაც უნდა მიმართონ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლობებს ყოველდღე, 09 სთ 30 წთ-დან 17 სთ 30 წთ-მდე.
საპროექტო წინადადებების ფორმა და თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხა განთავსებულია მითითებულ ლინკზე:

 

შეხვედრები მოსახლეობასთან - გრაფიკი

Share page