Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

1 February, 2024
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები დავით დურგლიშვილი და გოჩა ვარდიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბაღანაშვილი ნუკრიანის, ზემო მაღაროს და ზემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნენ და მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტული წინადადებები მოისმინეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების მოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა დაასახელეს.
2024 წელს პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად საერთო გადაწყვეტილებების განხორციელებას ისახავს.

 

Share page