Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

8 February, 2024
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი და მერის მოადგილე, დავით დურგლიშვილი ქვემო მაჩხაანის, ტიბაანის და ხირსის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნენ და მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტული წინადადებები მოისმინეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების მოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა დაასახელეს.
2024 წელს პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად, საერთო გადაწყვეტილებების განხორციელებას ისახავს.

 

Share page