Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრები ძველ ანაგაში, ჯუგაანსა და ბოდბისხევში

12 February, 2024
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ძველი ანაგის, ჯუგაანისა და ბოდბისხევის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნენ და მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტული წინადადებები მოისმინეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების მოწყობა და სოფლის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა დაასახელეს.
2024 წელს პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება.

 

Share page