Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

13 February, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებთან კონსულტაციები გამართეს.
პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2024 წელს დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს.
 მოსახლეობამ პრიორიტეტი ძირითადად გარე განათების, სპორტული ტრენაჟორებისა და სკვერების მოწყობას მიანიჭა. ინფრასტრუქტურული პროექტები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს განხორციელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“მიზნად საერთო გადაწყვეტილების შედეგად პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას და მოქალაქეთა მონაწილეობას ისახავს.

 

Share page