Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირთა საბჭოს სხდომა

21 February, 2024
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა წინა შეხვედრაზე მიღებული დავალებები განიხილეს და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარადგინეს.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების, ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს განიხილავს.

 

Share page