Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ბოდბეში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1 March, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
სოფელ ზემო ბოდბეში ცენტრალური, „ბოხორის“, „ინტერნატის“ უბნის, ზემო და ქვემო ბოდბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაიხარჯება 7 999 000 ლარი, რომელიც მოიცავს ზემო ბოდბის ცენტრალური, ბოხორის, „ინტერნატის“ და ზემო და ქვემო ბოდბის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას. ჯამში 9 193 მეტრის მანძილზე მოეწყობა ევროსტანდარტული ხარისხით დაგებული გზა.
აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის მანძილზე შიდა მუნიციპალური გზები იყო ძლიერი ორმოული დაზიანებებით და მოსახლეობის გადაადგილებას შეუძლებელს ხდიდა.

 

Share page