Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო

1 March, 2024
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის-ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთვის“ დაიწყო კანდიდატების მიღება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
საბჭოს დანიშნულებაა კონსულტაცია გაუწიოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ არის სრულიად მოხალისეობრივი.
საბჭო 21 ახალგაზრდისგან დაკომპლექტდება.
წევრებს მერის მიერ შექმნილი დროებითი კომისია შეარჩევს.
„ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ წევრობის მსურველთათვის ღია კონკურსი 2024 წლის 1 მარტიდან დაიწყება და 15 მარტს, საღამოს 6 საათზე დასრულდება.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო-ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ წევრების შერჩევის კრიტერიუმებია:
• ასაკი: 16-29 წელი;
• რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
• სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას;
• აქვს ინტერესი ახალგაზრდული პოლიტიკის, ახალგაზრდების პრობლემების და გამოწვევების შესახებ;
• აქვს მოტივაცია და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საბჭოს შეხვედრებში და წვლილი შეიტანოს მის საქმიანობაში, მათ შორის მოსაზრებების და წინადადებების შემუშავებაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
o პირველ ეტაპზე განხორციელდება მიღებული აპლიკაციების განხილვა და შესაბამისობის შეფასება დადგენილ კრიტერიუმებთან.
o მეორე ეტაპზე ჩატარდება ინტერვიუ მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/nAJvyuq2Cx5HUn3y5
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
+995 551 07 88 57

 

Share page