მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური სერვისები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური სერვისებით 2024 წლის იანვარსა და თებერვალში ისარგებლა - 405 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 121 552 ლარი.
კერძოდ:
- სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება ( 46 ბენეფიციარი) – 20650 ლარი;
- ოპერაციების თანადაფინანსება ( 22 ბენეფიციარი) - 10405 ლარი;
- ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაცია (15 ბენეფიციარი) - 8230 ლარი;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (87 ბენეფიციარი) - 17190 ლარი;
- სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯების ანაზღაურება - (3 სადღეღამისო ცენტრი) - 1876 ლარი;
- ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (10 ბენეფიციარი) - 2000 ლარი;
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება ( 155 ბენეფიციარი) - 29350 ლარი;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (4 ბენეფიციარი) – 800 ლარი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა ( 11 ბენეფიციარი) - 1800 ლარი;
- მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა ( 7 ბენეფიციარი) – 1400 ლარი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება ( 1 ბენეფიციარი) – 350 ლარი;
- ობოლი სტუდენტების სწავლის თანადაფინანსება (1 სტუდენტი) - 900 ლარი;
- სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის თანადაფინანსება (2 სტუდენტი) - 1881 ლარი;
- ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის დახმარება (8 ოჯახი) - 17420 ლარი;
- დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღსადგენად გამოყოფილი ფინანსური დახმარება (3 ოჯახი) - 4300 ლარი;
- დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (30 ბენეფიციარი) - 3000 ლარი;