Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ანაგაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია

14 March, 2024
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.
სოფელ ანაგაში შიდა საუბნო - ე.წ. „მთავარანგელოზის“ გზის რეაბილიტაცია სრულდება.
პროექტის მიხედვით 845 მეტრის მანძილზე გზის ძირითად სავალ ნაწილზე, ჩიხებსა და ეზოების შესასვლელებთან, ბეტონის გზა დაიგება, ასევე, სანიაღვრე, საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდველები მოეწყობა.
გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 949 778 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა სრულად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.

 

Share page