Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს კანდიდატებთან

22 March, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში მიღების კანდიდატ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მერმა კონკურსში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და მათი იდეების განხორციელებისთვის მზაობა გამოთქვა.
ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორმა ნათია გურაშვილმა აპლიკანტებს საბჭოს ფუნქციები, მიზნები, პრინციპები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში პირველად 2024 წელს მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომლის დანიშნულებაა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლების ჩართვა საზოგადოებრივ/პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათი საჭიროებების და ინიციატივების ხელშეწყობა და განხორციელება.

 

Share page