Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

10 April, 2024
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და Tetra Tech ARD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
2024 წლის 12 იანვარს მერიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია გაიმართა. იდენტიფიცირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები.
გამოიკვეთა ის პრიორიტეტული სფეროები, სადაც პროგრამას შეუძლია მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესებაში მხარდაჭერა.

 

Share page