სამუშაო შეხვედრა მიწის სისტემურ რეგისტაციაზე
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, სააგენტოს თანამშრომლებმა მერის მოადგილეებთან დავით დუგლიშვილთან, გოჩა ვარდიაშვილთან და წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა დეტალურად განიხილეს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule