Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღელი ახალგაზრდებისთვის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი ჩატარდა

1 June, 2024

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთობლივი ორგანიზებით, სიღნაღელი ახალგაზრდებისთვის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი მესამედ ჩატარდა.

კურსის განმავლობაში ტარდებოდა, როგორც ლექციები, ასევე, საველე გასვლა. შედეგად მონაწილეებმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს.

დასკვნითი ღონისძიება სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთ ბურჯზე ჩატარდა, რომელსაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და ლეგიონის გამგეობის წევრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სიღნაღის მერიასა და ლეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების სამხედრო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას, კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებას და მათ აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

Share page