Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუსიკო სკოლაში საიუბილეო კონცერტი გაიმართა

10 June, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა მუსიკის დამსახურებულ პედაგოგს თინა ჩანკაშვილს მადლობის სიგელი გადასცა.

ა(ა)იპ სიღნაღის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში შემავალ წნორის სამუსიკო სკოლას დაარსებიდან 60 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან ერთად წნორის მუსიკალური სკოლის დამსახურებულ პედაგოგს, ღირსების ორდენოსან თინა ჩანკაშვილს 80 წელი შეუსრულდა.

აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით სამუსიკო სკოლაში საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მუსიკის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიებაზე მადლიერების ნიშნად და მრავალი თაობის მუსიკალურ აღზრდა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა და ა(ა)იპ სამუსიკო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლალი ფოლადაშვილმა, მუსიკის დამსახურებულ პედაგოგს, თინა ჩანკაშვილს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს. პედაგოგმა სამახსოვრო საჩუქარი პარლამენტის წევრისგან, დავით სონღულაშვილისგანაც მიიღო.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Share page