Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„რა? სად? როდის?“

11 June, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს.

საფინალო 22 კითხვის შემდეგ ფინალში გამარჯვებული გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლინდნენ:

I ადგილი: წნორის III საჯარო სკოლის გუნდი "Senatus PopulusQue Tsnorius"

II ადგილი: სიღნაღი, "ფენიქსი"

III ადგილი: წნორის I საჯარო სკოლის გუნდი "არისტოსი"

ფინალში ინდივიდუალური შეკითხვა გამოიცნო ორმა მოაზროვნემ:

ნიკოლოზ ქილიტაური - წნორი N3, "Senatus PopulusQue Tsnorius"

ტატო ბარნაბიშვილი - სიღნაღი, "ფენიქსი"

VII სასკოლო სერიის საუკეთესო მოაზროვნე ნიკოლოზ ქილიტაური - წნორი N3, "Senatus PopulusQue Tsnorius" გახდა.

გამარჯვებული გუნდები სიგელებით და საჩუქრებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და მისმა მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა დააჯილდოვეს.

ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

ინტელექტუალური თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით ტარდება.

 

Share page