Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა

10 July, 2024

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კახეთის სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს იმ აპლიკანტებთან, რომლებმაც საქსტატის მიერ გამოცხადებულ „მოსახლეობის 2024 წლის აღწერის“ აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე გააკეთეს განაცხადი. შეხვედრაზე ისაუბრეს აღწერის მიზნებზე.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ტარდება საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, რაც აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

აღწერის საველე სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდება 14-23 ნოემბერს ვებინტერვიუს მეთოდით და მოსახლეობას საშუალება ექნება თვითრეგისტრაციის გზით, სპეციალურად შემუშავებულ ვებ-პლატფორმაზე შეავსოს აღწერის კითხვარები. რაც შეეხება აღწერის მეორე ეტაპს, იგი ჩატარდება 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, რომლის დროსაც საქსტატის ინტერვიუერები, კარდაკარის პრინციპით, განახორციელებენ მოსახლეობის გამოკითხვას პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით.

 

Share page