Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღში „იაპონური ფესტივალი“ გაიმართა

22 July, 2024

20 ივლისს სიღნაღში „იაპონური ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, მერი მალხაზ ბეგიაშვილი და მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიება იაპონური ორგანიზაცია JICA-ს მოხალისეების ინიციატივით, ორგანიზაციის (JICA) მხარდაჭერით და მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში იაპონურ თემაზე სპექტაკლის ჩვენება გაიმართა, რომელშიც სიღნაღელი ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას.

ამის გარდა, მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობებში. ადგილზე იყვნენ იაპონელi კალიგრაფები, რომლებიც მოსული სტუმრებისთვის იაპონურ იეროგლიფებს წერდნენ. 

 

Share page